პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელმაც აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის
31/10/2023 08:58:48 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელმაც აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება, რუსეთის და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს ემთხვეოდეს.
"ეს ცხენი არ მირბის ბრიუსელში, მოსკოვში გარბის. ძალიან ცუდი ცხენია, აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის. ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ საქართველოს და რუსეთის ინტერესი დამთხვეოდა ერთმანეთს. რუსეთის ინტერესი არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი წყაროს - საქართველოს მოქალაქის განადგურება და რაში ვემთხვევით ერთმანეთს?,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო "ფსონს" არასწორ ცხენზე დებს.


