Accentnews.ge
ლევან ბეჟაშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში შექმნილი რუსული პოლიტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალოს

ლევან ბეჟაშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში შექმნილი რუსული პოლიტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალოს

31/10/2023 09:26:13 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანაში შექმნილი რუსული პოლიტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„მართლაც უპასუხისმგებლო და არასერიოზულია როდესაც შენ, ხელისუფლების წარმომადგენელს, შეიძლება, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია გჯობნიდეს, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია გჯობნიდეს, რომ შენი პოლიტიკა ვერ გაატარო და საელჩოსთან ან რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციასთან ურთიერთობა ვერ ააწყო. სასაცილოა, ხომ? რა თქმა უნდა, ამჯერადაც ცდილობენ მათი რუსული პოლიტიკის შედეგად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული რეალობა, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ ჩამოყალიბებული ქართულ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალონ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მანამდე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ".

„იმედი გვაქვს, რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგაა მიმართული“,- აცხადებს კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S