„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
31/10/2023 14:03:02 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონს შეხვდა.
მმართველი პარტიის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ბრიტანეთის ელჩმა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


