Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი – თინა ბოკუჩავას: თქვენ რომ მოიხდით ბოდიშს ქალბატონი წულუკიანის მიმართ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე, რაც შემეხება მე, დღეს ჯობდა რეაქცია მქონოდა

შალვა პაპუაშვილი – თინა ბოკუჩავას: თქვენ რომ მოიხდით ბოდიშს ქალბატონი წულუკიანის მიმართ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე, რაც შემეხება მე, დღეს ჯობდა რეაქცია მქონოდა

31/10/2023 14:25:00 პოლიტიკა

"თქვენ რომ მოიხდით ბოდიშს ქალბატონი თეა წულუკიანი მიმართ რაც გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე" , - ასე მიმართა შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატ თინა ბოკუჩავას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიასთვის მიკროფონის არგამორთვის გამო აკრიტიკებდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ოპოზიცია ხშირად არათანმიმდევრულია და საკუთარ უხამს ქმედებას პოლიტიკურ განაცხადს უწოდებს ხოლმე".

„ქალბატონო თინა, თქვენ რომ ხელში გეჭირათ ბანერი, როცა ქალი მინისტრი იდგა აქ, იმ ბანერზე რა სამასოიანი სიტყვაც ეწერა, აი, ეს არის უხამსობა. ის არ იყო უხამსობა და ეს არის? გაიხსენეთ რა აკადრეთ მაშინ ქალ მინისტრს. როცა გინდათ პოლიტიკურ განაცხადს ეძახით, როცა გინდათ ასე ეძახით. რაც შემეხება მე, როდესაც იქნება გადასული ზღვარი, შევეცდები მიკროფონი გავთიშო, თუმცა სიტყვას ვერ შეგაწყვეტინებთ ვერავის. თქვენ, რომ ბოდიშს მოიხდით ქალბატონი თეა წულუკიანი მიმართ რაც გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე. მთელმა საზოგადოებამ ნახა, თქვენ რაც იკადრეთ ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ჩაეტიოს გარკვეულ სტანდარტებში და კოლეგიალურ მიმართებაში ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იგი იღებს შენიშვნას, რომ თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიასთვის „რაღაც მომენტში მიკროფონი უნდა გაეთიშა“.

"ვიღებ ჩემს თავზე შენიშვნას, რომ ჯობდა მიკროფონი გამეთიშა, რაღაც მომენტში რეაქცია მქონოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S