Accentnews.ge
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

31/10/2023 14:52:22 პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას.

„თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მომავალი წლის 1 იანვრამდე წვევამდელის გაწვევის სისტემაში სიცარიელე რომ არ შეიქმნას, 2024 წლის 1 იანვრამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს თვითმმართველობის ორგანოები განახორციელებენ.

მისი თქმით, 2024 წლის 1 იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S