Accentnews.ge
ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

31/10/2023 19:22:03 პოლიტიკა

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. ამის შესახებ გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად - არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს და ა.შ.. ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, რადგან არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მან მიიღო. მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს“ და სააკაშვილი გაათავისუფლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეგრევე მოიხსნება, მყისიერად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S