Accentnews.ge
ჰერჩინსკი: საქართველო იმ ხუთი ქვეყნის რიგებშია, სადაც პატიმრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ვიმედოვნებ, ქვეყანაში ევროკავშირის სტანდარტების სრულფასოვნად დანერგვა მოხდება

ჰერჩინსკი: საქართველო იმ ხუთი ქვეყნის რიგებშია, სადაც პატიმრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ვიმედოვნებ, ქვეყანაში ევროკავშირის სტანდარტების სრულფასოვნად დანერგვა მოხდება

01/11/2023 08:33:40 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო იმ ხუთი ქვეყნის რიგებშია, სადაც პატიმრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ამის შესახებ მან კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტების სრულფასოვნად დანერგვა მოხდეს.

"საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტიზაციისა და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა, მოგახსენოთ, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ ძალისხმევას და ვინც მუშაობს იმისთვის, რომ ეს პროგრესი შენარჩუნდეს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი ამ ძალისხმევისა არის ზუსტად პრობაციის სააგენტოს მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზების წვლილიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით, არ უნდა შეჩერდეს მუხტი იმისთვის, რომ არსებული, დარჩენილი გამოწვევები და დარჩენილი პრობლემები ერთად გადავლახოთ, რათა მოხდეს პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება საქართველოში და იყოს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების უფრო მეტი პრაქტიკა, რადგან საქართველო არის მოწინავე და ხუთ ქვეყანაში შედის, სადაც ყველაზე მაღალია პატიმრობის მაჩვენებელი, პატიმრობისა, როგორც სასჯელის. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა მოხდეს სრულფასოვნად დანერგვა ევროკავშირის სტანდარტებისა. ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავაც დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში. ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ჰარმონიზებულ სისტემას და შესაბამისად, ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას“, – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S