Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე – NGO-ებზე: მათ არ უნდათ, სტატუსი მოგვენიჭოს

ირაკლი კობახიძე – NGO-ებზე: მათ არ უნდათ, სტატუსი მოგვენიჭოს

02/11/2023 11:16:07 პოლიტიკა

„მიუხედავად ყველაფრისა მოგვეცით სტატუსი, ნიშნავს, არ მოგვცეთ სტატუსი“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიისადმი 200–მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ( NGO) მიმართვას.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას „ფასი არ აქვს“.

„შედარება იყო მოყვანილი გამოცდასთან დაკავშირებით, როდესაც მიდიხარ ვიღაცასთან და ეუბნები, ჩემი ბავშვი მომზადებული არ არის, მაგრამ დაუწერე ნიშანი, სინამდვილეში, ეს არის მოწოდება, რომ შენ ბავშვს ნიშანი არ დაუწერონ. NGO-ებს ან ისეთი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე, რომ ეს არის ახალი საბჭოთა კავშირი, ან სინამდვილეში ისინი ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სხვას არაფერს არ ნიშნავს ეს გზავნილი. ყველაფრის მიუხედავად მოგვეცით სტატუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ უნდათ, სტატუსი მოგვენიჭოს. კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ისინი ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამიტომ მათ განცხადებას ჩვენთვის ფასი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

200-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციები მიმართავენ ევროკომისიას - "საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს".

ისინი წერენ, რომ ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებთ საერთო მისია - "დაიცვან და წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დაიცვან და დაამკვიდრონ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S