Accentnews.ge
რომან გოცირიძე – უმრავლესობას: გამოსვლას „მადლობებით“ იწყებთ, რომ რიკოთის რაღაც მონაკვეთი გაიხსნა,  არ უნდა გახსნილიყო? 2020 წელს დასამთავრებელი პროექტი 2023 წელს ნაწილობრივ მაინც არ უნდა გახსნილიყო?

რომან გოცირიძე – უმრავლესობას: გამოსვლას „მადლობებით“ იწყებთ, რომ რიკოთის რაღაც მონაკვეთი გაიხსნა,  არ უნდა გახსნილიყო? 2020 წელს დასამთავრებელი პროექტი 2023 წელს ნაწილობრივ მაინც არ უნდა გახსნილიყო?

02/11/2023 11:26:43 პოლიტიკა

"ძალიან უცნაურია, რომ გამოსვლას „მადლობებით“ იწყებთ იმის გამო, რომ თურმე რიკოთის რაღაც მონაკვეთი გაიხსნა. რა, არ უნდა გახსნილიყო? 2020 წელს დასამთავრებელი პროექტი 2023 წელს ნაწილობრივ მაინც არ უნდა გახსნილიყო?", - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ უმრავლესობას პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

რომან გოცირიძის თქმით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჭიანურდება, რაც ეკონომიკას აზიანებს.

„რიკოთი კი არა, სამტრედია-გრიგოლეთიც გაიხსნება, რომელიც 2013 წელს დაიწყო, 3 წელში უნდა დამთავრებულიყო და 10 წელია სურამის ციხესავით დაუმთავრებელ ნაგებობად დგას. ერთ დროს ესეც გაიხსნება, მერე მიხვალთ, გადაჭრით ლენტს და იტყვით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა გავხსენითო. ოღონდ ეს ის სამტრედია-გრიგოლეთის გზაა, რომელიც დროულად გახსნის შემთხვევაში, დაჯდებოდა 237 მლნ ლარი და ამ ახალი ბიუჯეტით, რაც პარლამენტი შემოვიდა, მის დამთავრებას დასჭირდება 902 მლნ ლარი. ყოველი გადაცილებული დღე, წელი ნიშნავს ეკონომიკისთვის ზიანს, ადამიანებისთვის დისკომფორტს, კორუფციას და დაკარგულ ხარჯებს. 700 მლნ-ით არის სხვაობა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S