Accentnews.ge
ბექა ლილუაშვილი: „საქართველოსთვის“ სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებს

ბექა ლილუაშვილი: „საქართველოსთვის“ სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებს

02/11/2023 17:50:55 პოლიტიკა

„საქართველოსთვის“ სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "2024 წლის არჩევნებისთვის გიორგი გახარიას, ნინო ლომჯარიასა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გაერთიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პროპაგანდის ნაწილია".

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარტია „საქართველოსთვის“ გახარიას გუნდი არ აპირებს არანაირ პარტიულ გაერთიანებას სხვა პარტიებთან. ეს, რაც ახლა ჟღერდება კობახიძისგან და სხვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ერთ რამეს ემსახურება. უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება „გორბის“ კვლევა, რომელიც იქნება აბსოლუტურად ფეიკმონაცემებზე დაფუძნებული. ეს ყველაფერი შესაბამისად არის წინამოსამზადებელი პერიოდი. კობახიძე ამბობს, რომ 1%-იანი პარტიაა და თუ არ გაერთიანდა ვინმესთან, ისე შანსი არ აქვს ბარიერის გადალახვის, ეს არის ყველაფერი მოსამზადებელი პროცესი პოლიტიკური კვლევის შედეგების გასამართლებლად. ეს არის პროპაგანდის ნაწილი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს გახარიას გუნდსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს და რაზე საუბრობენ აუდიენციის დროს, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები იმართება მათ შორის იმის შესახებ, როგორ დაეხმარონ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.

„რაც შეეხება პრეზიდენტთან საუბრებს. პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენთვის არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის პირველ რიგში არის ინსტიტუტის წარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს შეხვედრები მათ შორის იმის შესახებ, როგორ მივეხმაროთ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. შინაარსობრივ ნაწილში ბუნებრივია არ შევალ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ჩვეულებრივი თანამშრომლობის ფორმატები, რომელზედაც ჩვენ სხვა პარტიებთან ერთად ვმონაწილეობთ. ჩვენ ვესაუბრებით მილიონ სხვადასხვა ადამიანს, ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ „ნაც-ქოცური“ მოცემულობის დასრულება მოხდეს მომავალ არჩევნებზე საქართველოში“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S