Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის

03/11/2023 08:29:02 პოლიტიკა

ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო და მსოფლიო დგას.

„ამ თარიღს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე ქართული დიპლომატიის ფუძემდებლის − სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ფასეულობებისადმი, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა.დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო დგას. ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უმთავრესი მიზნების - საქართველოს გაერთიანება, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის მისაღწევად, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად თქვენი − დიპლომატთა როლი − საკვანძოა.მადლობა მინდა გადაგიხადოთ მაღალი პროფესიონალიზმისათვის, პატრიოტიზმისათვის, თავდადებისათვის, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ამ მისწრაფებათა რეალიზებაში. პირადად ჩემი და მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S