საქართველოს პრეზიდენტი: ევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი
03/11/2023 11:45:33 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია.
"გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.


