Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი: თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, რას ვიყოფთ ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს?

მიხეილ სააკაშვილი: თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, რას ვიყოფთ ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს?

03/11/2023 14:00:12 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია", - ასე მიმართა მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, იგი ერთიანობის მომხრეა.

„მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესების მხარეს იქნება, მაგრამ მინდა გითხრათ - თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. საბოლოოდ, ეს მაინც პატარ-პატარა ნაკადულებია, რომელიც ერთ მდინარეში შეერწყმება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავად არის ძალიან მძლავრი ნაკადი და მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები, მაგრამ აბსოლუტურად გახსნილი ვარ ყველა სხვა ადამიანის მიმართ, რადგან დღეს ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა. აუცილებლად მოხდება დიდი ცვლილება. ყველამ თავისი გზა იპოვეთ - რას ვიყოფთ ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი საკმარისად ძლიერია. ამიტომ ყველამ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს. საბოლოო ჯამში, გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ. მე ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

2 ნოემბერს ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S