Accentnews.ge
რაზე ისაუბრეს საქართველოს და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

რაზე ისაუბრეს საქართველოს და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

03/11/2023 14:56:33 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიელ კოლეგას კრიშიანის კარინშს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გამო, რომელიც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდგომ პირველად იმართება და ასევე ემთხვევა საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

„მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხები და ხაზი გაუსვეს ლატვიასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე სექტორულო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტრმა კოლეგას გააცნო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი და

ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადამწყვეტ პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ლატვიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა.

აღინიშნა ლატვიასა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა და სანდო პარტნიორობა, რაც არაერთხელ გამოიხატა ლატვიის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში",– ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების, პოლიტიკური კონსულტაციების გააქტიურების და მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობებით გათვალისწინებული დღის წესრიგის, ასევე საერთაშორისო გამოწვევების დაძლევის ერთიან ძალისხმევაში.

შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა კრიშიანის კარინში საქართველოში მოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S