Accentnews.ge
სააკაშვილი: ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები

სააკაშვილი: ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები

03/11/2023 15:00:36 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს მოუწოდებს, მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო სია იმ პირებისგან დააკომპლექტონ, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

ამისთვის, მისი ხედვით, პარტიის კარის "ფართოდ გაღებაა" საჭირო.

“მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს.

მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“,- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილი სახელით გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S