Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ვფიქრობ, პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის სტატუსის არ მოცემა რუსეთისთვის ერთგვარ საჩუქარს ნიშნავს

ზურაბიშვილი: ვფიქრობ, პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის სტატუსის არ მოცემა რუსეთისთვის ერთგვარ საჩუქარს ნიშნავს

03/11/2023 17:39:06 პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიღებაზე სტუდენტების მიერ დასმული კითხვების საპასუოდ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინი აქვს. აქ ყურადღება მახვილდება გეოპოლიტიკურ კონტექსტზე. თუმცა პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ იმ ფონზე, როდესაც გადაწყვეტილება ევროკავშირის თითოეულმა წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს, გადაჭრით საუბარი მართებული არაა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შიდა ინფორმაციას არ ფლობს და თვლის, რომ თავად ყველაფერი გააკეთა დადებითი გადაწყვეტილებისთვის.

"დიდი ალბათობით, მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს. [...] მე მგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არ მოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ. მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი",– თქვა პრეზიდენტმა.

ასევე კითხვის საპასუხოდ პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ საქართველო სტატუსს არ მიიღებს, "ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი, რაც არ ვიცი, რით უნდა დავძლიოთ":

"ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S