Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით სოფო ჯაფარიძემ რეგიონებში ექიმების ჩაყვანა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით სოფო ჯაფარიძემ რეგიონებში ექიმების ჩაყვანა დაიწყო

05/11/2023 13:36:26 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ინიციატივით, მისი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე თელავში, სოფელ კურდღელაურში ექიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება, სადაც ისინი გეგმავენ, რომ კურდღელაურის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიონ.

პარტიის პრეს–სამსახურის ინფორმაციით აღნიშნული ჰუმანიტარული კამპანია დღეს სოფელ კურდღელაურიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

„ჩამოვედით კურდღელაურში, ჩამოვიყვანე საქართველოში მართლაც წამყვანი ექიმები, ისინი მზად არიან, რომ დაუდგნენ გვერდით ჩვენს მოქალაქეებს. როდესაც მათ ვუთხარი, რომ ვგეგმავდით ჰუმანიტარული პროექტი გაგვეკეთებინა, დიდი სიხარულით დამთანხმდნენ. ჩამოვედით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კურდღელაურის მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და მათი საჭიროებისამებრ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S