Accentnews.ge
ზურაბიშვილი – ვოლსკის განცხადებაზე: ამას პოლიტიკას და პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ, კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის

ზურაბიშვილი – ვოლსკის განცხადებაზე: ამას პოლიტიკას და პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ, კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის

07/11/2023 15:10:46 პოლიტიკა

ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის!, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას. ამ უკანასკნელმა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს მოქალაქის მკვლელობით გახარება დასდო ბრალად.

კერძოდ, გია ვოლსკიმ თქვა, რომ საქართველოს არ ეკადრება, "ადამიანის სიკვდილით გახარებული" პოლიტიკოსთა ჯგუფი.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ხალხიც უნდა გამოვიდეს, აქციაც უნდა ჩატარდეს, თავის პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ადამიანის სიკვდილით ასეთი გახარებული პოლიტიკოსთა ჯგუფი და სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

6 ნოემბერს ოკუპანტებმა კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. გინტურს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება. დაცხრილულია მისი მანქანაც.

იხილეთ ასევე: გინტურის ძმა – ეძებდნენ, როგორც 2008 წლის ომის მონაწილეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S