Accentnews.ge
რუსების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა: ეძებდნენ, როგორც 2008 წლის ომის მონაწილეს

რუსების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა: ეძებდნენ, როგორც 2008 წლის ომის მონაწილეს

07/11/2023 14:57:17 კონფლიქტები

რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზმა მედიასთან ისაუბრა 6 ნოემბრის მოვლენების შესახებ.

„ჩემი ძმა გარდაცვლილი მშობლების საფლავზე იყო. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა, უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო.

2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ," - უთხრა ნიკოლოზ გინტურმა ჟურნალისტებს.

ეს კომენტარი ეხმიანება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ვერსიას, თითქოს საქართველოს მოქალაქეებმა "წინააღმდეგობა გაწიეს, გამოიყენეს ნაჯახი და "საფრთხე შეუქმეს მესაზღვრეების" სიცოცხლეს. ამრიგად, თითქოს ოკუპანტები აუცილებელი მოგერიების რეჟიმში მქმედებდნენ. რეალურად, გინტურს ცეცხლსასროლი იარაღდან მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება, დაცხრილულია მისი ავტომანქანაც, რაც ამყარებს ვერსიას, რომ მას ტერიტორიის დატოვებისას აედევნენ და ცეცხლი გაუხსნეს.

მკვლელობა 6 ნოემბერს მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S