Accentnews.ge
სამხარაძე ერთის მხრივ, ევროკომისიის დათქმების შესრულების პირობას დებს, მეორეს მხრივ, ამტკიცებს, რომ მათ შორის "ახალი არაფერია"

სამხარაძე ერთის მხრივ, ევროკომისიის დათქმების შესრულების პირობას დებს, მეორეს მხრივ, ამტკიცებს, რომ მათ შორის "ახალი არაფერია"

08/11/2023 13:56:01 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ერთის მხრივ, ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები შესრულდება, თუმცა მეორეს მხრივ, ამტკიცებს, რომ მათ შორის "ახალი არაფერია".

იხილეთ ასევე: ევროკომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით მიენიჭოს

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის თანხვედრას, სამხარაძე აცხადებს, რომ ამ მხრივაც არ არსებობს რაიმე პრობლემა და ეს ეხება ევროკავშირის განცხადებებზე მიერთებას.

მისივე საქართველო შეიძლება არ მიუერთდეს მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით განცხადებებს არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, რათა ამ ქვეყნებს საშუალება არ მისცენ, რომ შემდეგ "შური იძიონ" და აღიარონ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა.

"ჩვენ მზადყოფნას ვაფიქსირებთ, რომ ახალი პირობები, რაც ახალ ეტაპზე გადასასვლელად გაჩნდა, ( ეს ახალი ეტაპი ნიშნავს მოლაპარაკებების დაწყებას ), ეს რეკომენდაციები და პირობები შესრულდება, მით უმეტეს თუ ჩავხედავთ პირობებს, ვნახავთ, რომ აქ შეუსრულებელი და პრინციპში, ახალი არაფერი არ არის, ძირითადად საუბარი არის დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანაზე და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის განცხადებების უფრო მეტ მიერთებაზე. ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს საუბრები ევროკავშირთან. ერთადერთი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს ამ შემთხვევაში არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული და დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებით ევროკავშირთან ერთად ვიპოვით იმ ფორმულას, რომ შესაძლებელი იქნება ჩვენი მიერთების მაჩვენებელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ განცხადებებზე იყოს ბევრად უფრო მაღალი და ამავდროულად საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს არაღიარებით პოლიტიკას", - განაცხადა სამხარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S