ილია დარჩიაშვილი: „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია გვაქვს, ქვეყანა ამ ფორმატში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას
15/11/2023 05:14:29 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს, ქვეყანა ამ ფორმატში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეკითხვაზე, თუ როგორ ფიქრობს ქვეყანა რეგიონული ურთიერთობების განვითარებას და რა ფორმატები შეიძლება, წარმოიდგინოს საქართველომ თუნდაც სამმხრივი ან უფრო მეტად გაფართოებული ურთიერთობებისთვის, საპასუხოდ განაცხადა,
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს, ქვეყანა ამ ფორმატში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში მიიღებს მონაწილეობა. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ორმხრივ ფორმატებში აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
ცნობისთვის: რეგიონული თანამშრომლობის ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსებული პლატფორმა, რომელიც ანტიდასავლური კოალიციის შექმნის მცდელობად განიხილება „3+3“–ის ნაცვლად „3+2“ფორმატში მიმდინარეობს. თავის დროზე ე.წ. 3+3, რომელიც კავკასიის სამი ქვეყნის და რუსეთ–თურქეთ–ირანის ჩართულობას მოიაზრებდა, სრულიად განსხვავებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში (ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ) დაანონსდა, პირველი შეხვედრაც ამავე კონტექსტში შედგა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. ხოლო ოფიციალურმა თბილისმა იმთავითვე დააფიქსირა რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით ფორმატის მიუღებლობა და არც ე.წ. მოსამზადებელ შეხვედრაზე ყოფილა წარმოდგენილი.
როგორც ფორმატის ჩამოყალიბების დროისთვის ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან ერთობლივ ვერც ერთ ფორმატში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო.
ამავე თემაზე: რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე


