Accentnews.ge
დეკანოიძე: საარჩევნო ბარიერის საკითხი დასრულებულია და ახლა ოპოზიცია უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს

დეკანოიძე: საარჩევნო ბარიერის საკითხი დასრულებულია და ახლა ოპოზიცია უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს

16/11/2023 08:41:47 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი დასრულებულია და ახლა ოპოზიცია უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს.

„ჩვენ გვახსოვს, რომ პირველი მოსმენით იყო მიღებული, სხვათა შორის ესეც ვუთხარით ჩვენ ვენეციის კომისიას, რომ პირველი მოსმენით მიღებული საქართველოს კონსტიტუციის პროექტი გაჩერებულია საქართველოს პარლამენტში, რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდა მხოლოდ ორი პარტია იყოს საქართველოს პარლამენტში, რაც მათ საშუალებას მისცემს, ძალაუფლება შეინარჩუნონ. ბარიერის საკითხი დასრულებულია. ამიტომ, ახლა ოპოზიცია უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, როგორ მოძებნოს ახალი კონფიგურაცია, როგორ წარმოაჩინოს ახალი ალტერნატივა, შესთავაზოს ახალი ალტერნატივა, კონტრასტი „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანებს, მოქალაქეებს იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს. თუ ალტერნატივა შეიქმნება, თუ იქნება ახალი კონფიგურაცია სხვადასხვა, ჭკვიანური გათვლების, რა თქმა უნდა, შანსი არსებობს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამავე თემაზე: "ქართულმა ოცნებამ" 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევა გადაიფიქრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S