კობახიძე: არის საკითხები, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ მივყვებით
16/11/2023 08:59:09 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მიყვებიან. ამის შესახებ კობახიძემ ვენეციის კომისიის ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"ჩვენ ზოგადად მიმოვიხილეთ ის დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან სასასმართლოსთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილობის საკითხებს, იქ უმეტეს შემთხვევაში ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკო-ს, ცესკოსთან დაკავშირებით ჯერკიდევ ველოდებით ვენეციის კომისიისგან დასაკვნას. აქედან გამომდინარე, დეტალებზე არ გვქონია საუბარი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმოამდგენლებს, თუ რამ განაპირობა ეს ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება ცესკო-ს დაკომპლექტების წესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: რა წერია 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანრაიშში სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით.


