Accentnews.ge
თეონა აქუბარდია: საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროიდან მოყოლებული

თეონა აქუბარდია: საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროიდან მოყოლებული

22/11/2023 08:40:36 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროიდან მოყოლებული".

როგორც მან აღნიშნა, ჩანს, რომ მმართველი ძალა არც ახლა აპირებს საკუთარი დანაპირების შესრულებას, თუმცა ოპოზიციამ არსებული მოცემულობით უნდა იხელმძღვანელოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებას მიაღწიოს.

"არაერთი „გადაგდების“ სერია გვახსოვს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ბოლო იყო ასეთი შარლ მიშელის შეთანხმება და პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით, ისევე როგორც ირაკლი კობახიძის დაპირება, რომ თუ სტატუსის გადაწყვეტილება იქნებოდა, ისინი ბარიერს დაწევდნენ. შესაბამისად, მათი მანიპულაცია, რომ არავინ არ სთხოვთ ბარიერის დაწევას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი უარყოფენ საკუთარ პირობას და არც ეუხერხულებათ მორიგად „გადაგდება“ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ხალხის, რადგან 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, ნაკლები მოქალაქის ხმა იქნება ასახული პარლამენტში. ამ მოცემულობაში, ეს არც თუ ისე დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობია მრავალპარტიული პარლამენტის მიმართულებით. მაგრამ ჩვენ რა მოცემულობაც გვაქვს, ამ მოცემულობით უნდა შევძლოთ „ქართული ოცნების“ ძალაუფლებიდან გაშვება. ამისთვის კი აუცილებელია ძალთა გადანაცვლება, გაძლიერება, რამდენიმე ალტერნატიული ცენტრის გაჩენა. მიმაჩნია, რომ იმ პარტიების რესურსი, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, არ უნდა იქნას დაკარგული „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ამავე თემაზე: "ქართულმა ოცნებამ" 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევა გადაიფიქრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S