Accentnews.ge
სამხარაძე: იმედია ოპოზიციაც დაგვეხმარება, რომ 2024-ის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები დავიწყოთ

სამხარაძე: იმედია ოპოზიციაც დაგვეხმარება, რომ 2024-ის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები დავიწყოთ

28/11/2023 09:50:24 პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, 2024 წლის ბოლოს შესაძლებელი უნდა იყოს, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

სამხარაძის თქმით, იმისათვის, რომ მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი გახდეს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული პირობების შესრულებაში ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს და მმართველ გუნდს „ხელი მაინც არ შეუშალონ“.

„ვიმედოვნებ, რომ გასული წელიწადნახევარი ყველასთვის მაგალითი იქნება, მათ შორის ცუდი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება შენ საკუთარ ქვეყანას ხელი შეუშალო და არ წაეხმარო ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვიმედოვნებ, რომ მომავალი სესიიდან, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც გასული წელიწად-ნახევარი არ იქცეოდნენ სწორად და არ იყვნენ გულწრფელები თავის სახელმწიფოს მიმართ, მაინც შეიცვლიან ნირს და ზნეს და დაგვეხმარებიან ჩვენ, თუ არ დაგვეხმარებიან ხელს მაინც არ შეგვიშლიან, რომ ჩვენ შევასრულოთ ეს 9 ნაბიჯი და მომავალი წლის ბოლოდან უკვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

ეს არის ჩემი გულწრფელი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის და მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე დაგვეხმარონ და ჩვენთან ერთად იმუშაონ ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად. სხვანაირად გაძნელდება ამ მიზნის მიღწევა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ 28 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამხარაძემ თქვა, რომ არ ეგულება ქვეყანა, რომელიც დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ დაუჭერს:

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 14-15 დეკემბერს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რადგან არცერთი ქვეყანა არ გვეგულება, რომელმაც შეიძლება, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს. ამის შემდეგ ჩვენი გზა კიდევ უფრო მეტად გართულდება – უფრო მეტი რეგულაცია გვექნება მისაღები, უფრო მეტი დირექტივა გვექნება გადმოსატანი და მეტი რეფორმა გვექნება განსახორციელებელი. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი თუ ამ შემთხვევაში ხელისუფლებასთან ერთად არ იმოქმედებს, მაშინ ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ამ გზაზე გვქონდეს წარმატება“.

ამავე თემაზე: ჰერჩინსკი: ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური – დაუკავშირდეს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, ევროინტეგრაციისთვის ერთიანობა აუცილებელია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S