Accentnews.ge
ხაბეიშვილს გადადგომისკენ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეებიც მოუწოდებენ

ხაბეიშვილს გადადგომისკენ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეებიც მოუწოდებენ

29/11/2023 10:43:19 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრები პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ისინი ამბობენ, ხაბეიშვილმა ნდომის რესურსი "სრულად ამოწურა".

"ჩემო მეგობარო, ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე, როგორც დღევანდელი მენეჯმენტის. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ გადადგე შენი დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა ბესო გაზდელიანმა.

მანამდე ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, ამბროლაურის, ქუთაისის, კასპის, ფოთის, მცხეთის, თერჯოლის, მარნეულისა და ახალციხის საკრებულოებიდან.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მოთხოვნის ფონზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S