Accentnews.ge
ხაბეიშვილი: ყველა ადამიანზე, ვინც იყო პოლიტსაბჭოს წევრი და შეუერთდება მანიფესტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, კვლავ იყვნენ საბჭოში

ხაბეიშვილი: ყველა ადამიანზე, ვინც იყო პოლიტსაბჭოს წევრი და შეუერთდება მანიფესტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, კვლავ იყვნენ საბჭოში

29/11/2023 07:25:28 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს 16:00 საათზე პოლიტიკურ საბჭოს მიმართავს ამავე ორგანოს გაფართოების შესახებ ინიციატივით.

მისი თქმით, ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოში და შეურთდება "ერთობის მანიფესტს", მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ისინი კვლავ იყვნენ პოლიტიკურ საბჭოში და წარმოადგინონ პარტია.

"2023 წლის 23 ნოემბერს ოფიციალურად იცით დასახელდა პრეზიდენტი სააკაშვილი გამარჯვების კოალიციის მთავარ ლიდერად. შესაბამისად, მას ჰქონდა ინიციატივა პოლიტიკური საბჭოს, ვგულისხმობ ცხადია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ. შესაბამისად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე ამ კონკრეტული ინიციატივით დღეს 16:00 საათზე ენმ-ის პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, გამარჯვების კოალიციის ლიდერის ინიციატივის შესაბამისად. მეტიც, საზოგადოებას დღეს 16:00 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ექნება კონკრეტული ინფორმაციები ამ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი. მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას ეს ადამიები იყვნენ ენმ-ის პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ ნაციონალური მოძრაობა", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ პოლიტიკური საბჭო მხარს დაუჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

მანიფესტს ხელი არ მოაწერეს პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S