მელია: პარტია ძალიან მალე დაფუძნდება
07/12/2023 19:24:29 პოლიტიკა
ენმ–ის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ საკუთარ პარტიას აფუძნებს.
მისი თქმით, ეს პარტია დემოკრატიისთვის "ძალიან ბევრს გააკეთებს".
"არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია, [...] არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, მაგრამ რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება. და დაფუძნდება ძალიან მალე",– თქვა მელიამ.
მისი თქმით, "იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება".
უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე",– განმარტა მელიამ პარტიის დაფუძნების მიზანი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და ამჟამინდელ მენეჯმენტს შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ მელია აღარ არის ენმ–ს წევრი. პარტია დატოვეს რეგიონული ორგანიზაციების რიგმა წევრებმაც.
იხილეთ ასევე: მელია: დიახ, მივდივარ წინ – მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში


