Accentnews.ge
მელია: დიახ, მივდივარ წინ – მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში

მელია: დიახ, მივდივარ წინ – მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში

07/12/2023 17:14:47 პოლიტიკა

ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიტიკაში რჩება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მან გააკრიტიკა პოლიტიკური ლანდშაფტი, თქვა, რომ მანაც დაკარგა პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის მიმართ და ორი არჩევანი აქვს, "ნიღაბი ან ბოლომდე გულწრფელობა".

"არ მჯერა, რომ ფულის ფულით დამარცხება შესაძლებელია... ბრძოლის მთავარი იარაღი სიმართლე, მორალი, სიტყვის ფასია",– თქვა მელიამ ბრიფინგზე.

მან გაიმეორა ენმ–ის წევრების მიმართ ადრინდელი კრიტიკული შეფასებები.

თქვა ისიც, რომ "მართალ ხალხს" ლიდერი სჭირდება.

"ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო პრინციპები, მაგრამ მივიღე ყრუ კედელი. შეიქმნა მოჯადოებული წრე და ამ მანკიერ წრეში დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე - მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ – მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში. ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი როგორც არასდროს, მჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი",– თვა მელია.

მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა "სწორი ღირებულებებისთვის" და აღნიშნა, "კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით მომავალში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S