Accentnews.ge
BBC: ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ამ ნაბიჯს ვეტო არ დაადო

BBC: ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ამ ნაბიჯს ვეტო არ დაადო

14/12/2023 19:09:22 პოლიტიკა

ევროპულმა საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პრეს–სპიკერის განცხადებით, ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, – იუწყება BBC.

როგორც გამოცემა იტყობინება, უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ ვეტო არ დაადო.

მედიის ცნობით, ორბანმა შეგნებულად დატოვა შეხვედრა უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების კენჭისყრის დროს.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა შარლ მიშელს ჰკითხეს, "როგორ მოახერხეს, მიეღოთ გადაწყვეტილება ორბანის მუქარის გათვალისწინებით". რეპორტიორებმა მას მიუთითეს ევროპული საბჭოს წესებზე, რომელიც ამ ტიპის გადაწყვეტილებებისთვის ერთსულოვნებას მოითხოვს.

საპასუხოდ მიშელმა შემდეგი განაცხადა:

  • "ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ევროპული საბჭოს წესების დასაცავად, მნიშვნელოვანი იყო არც ერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგებოდა გადაწყვეტილებას და ამიტომაც გვაქვს დღეს ამ განცხადების გაკეთების საშუალება".

თავის მხრივ, სხდომის დასრულების შემდეგ ვიდეო მიმართვა გაავრცელა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა. მან ევროპული საბჭოს ნაბიჯს "ცუდი გადაწყვეტილება" უწოდა და აღნიშნა, რომ კვლავ შეეწინააღმდეგება უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მას დღეს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ცნობისთვის: ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ასევე საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S