Accentnews.ge
მიქანაძე „გაუგებარს“ უწოდებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით

მიქანაძე „გაუგებარს“ უწოდებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით

20/12/2023 09:09:28 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე „გაუგებარს“ უწოდებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

მიქანაძის თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტიური ფუნქციონირება სექტემბრიდან დაიწყო, ბიუროს ხელმძღვანელი აქტიურად არის ჩართული კომპეტენციით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში და „არ არსებობს კითხვის ნიშანი ბიუროს ხელმძღვანელთან და მისი არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით“.

„დღემდე არ მსმენია, რომ ბიუროს რაღაც არ განეხორციელებინოს ან რასაც აკეთებს, მასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია. საკითხზე ვიმსჯელებთ და კიდევ უფრო დეტალურად განხილავთ, თუ რა სამართლებრივი არგუმენტები არსებობს კონკრეტული რეკომენდაციის ირგვლივ. თებერვლამდე საკმარისი დროა, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ ოდირის რეკომენდაციები კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად განვიხილოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

იხილეთ ასევე: რა წერია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S