Accentnews.ge
ტრეისი ჯერმანი: საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის პოტენციური შედეგები სრული სერიოზულობით იყოს აღქმული, მათ შორის NATO–ს მიერ

ტრეისი ჯერმანი: საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის პოტენციური შედეგები სრული სერიოზულობით იყოს აღქმული, მათ შორის NATO–ს მიერ

21/12/2023 14:57:16 პოლიტიკა

ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორი კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებში ტრეისი ჯერმანი მიიჩნევს, რომ ოჩამჩირეში რუსული მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა მნიშვნელოვან რისკებს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონს.

მისი თქმით, "საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ოჩამჩირეში ახალი რუსული ბაზის გახსნის პოტენციური შედეგები სრული სერიოზულობით იყოს აღქმული ისეთი საერთაშორისო აქტორების მიერ, როგორიცაა NATO და ეუთო.

"ოჩამჩირეში რუსული მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა მნიშვნელოვან რისკებს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. პირველ რიგში, ეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემდგომი კონსოლიდაცია იქნება, რომელიც უკვე „მასპინძლობს“ ორ მუდმივ რუსულ სამხედრო ბაზას - რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 ბაზას გუდაუთაში და მე-4 ბაზას ცხინვალის რეგიონში. აღნიშნული სამხედრო ბაზები მოსკოვისთვის თბილისზე გავლენის ინსტრუმენტს წარმოადგენს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დომინირებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს უთხრის ძირს. ოჩამჩირის საზღვაო ბაზაზე მსჯელობა ახალი არ არის: აღნიშნული ბაზის მშენებლობაზე საუბარი 2008 წლის ომის შემდეგაც იყო. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ამ გეგმებს ახალი ბიძგი მისცა. სევასტოპოლის ბაზის მოწყვლადობიდან გამომდინარე, მოსკოვი შავი ზღვის ფლოტის სხვა ლოკაციაზე გადატანას ცდილობს (რუსეთის შავი ზღვის პორტის - ნოვოროსისკის მსგავსად).

რუსული ფლოტის ნაწილის ოჩამჩირეში გადასროლა საქართველოსთვის ომში „ჩათრევის“ რისკებს შეიცავს - კიევმა უკვე განაცხადა, რომ დაგეგმილი საზღვაო ბაზა შესაძლოა, უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდეს. ბოლოს, ოჩამჩირის ბაზის გახსნა შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო გავლენას კიდევ უფრო გაზრდის, რაც კრემლისთვის საკუთარი სამხედრო ძალის რეგიონის გარეთ პროექციას უზრუნველყოფს. ამგვარი სცენარი, განვითარების შემთხვევაში, შავი ზღვის რეგიონში, და მის მიღმა, მუდმივ არასტაბილურობას შექმნის როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. შესაბამისად, საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ოჩამჩირეში ახალი რუსული ბაზის გახსნის პოტენციური შედეგები სრული სერიოზულობით იყოს აღქმული ისეთი საერთაშორისო აქტორების მიერ, როგორიცაა NATO და ეუთო", – განაცხადა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ცნობით, ტრეისი ჯერმანმა.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S