Accentnews.ge
ანდრეი მაკარიჩევი: ოჩამჩირეში რუსული ბაზა ახალ წინაპირობებს ქმნის მომავალში რუსეთის მიერ აფხაზეთის პირდაპირი ანექსიისთვის

ანდრეი მაკარიჩევი: ოჩამჩირეში რუსული ბაზა ახალ წინაპირობებს ქმნის მომავალში რუსეთის მიერ აფხაზეთის პირდაპირი ანექსიისთვის

21/12/2023 15:12:54 პოლიტიკა

იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული ბაზა ახალ წინაპირობებს ქმნის მომავალში რუსეთის მიერ აფხაზეთის პირდაპირი ანექსიისთვის.

მისი თქმით, "ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის განახლებული გეგმა საქართველოსთვის ორ რამეს ნიშნავს":

  • "პირველ რიგში, ეს ბოლოს მოუღებს საქართველოს ხელისუფლების გულუბრყვილო მოლოდინებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ნეიტრალური პოზიცია ქართულ სახელმწიფოს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. აღნიშნული ნაბიჯით ცხადი გახდა, რომ მოსკოვი არ აპირებს თბილისის დაჯილდოებას საერთაშორისო სანქციებთან მიერთებისგან თავშეკავებისა და რუსეთ–საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გამო. კრემლის აღქმით, აღნიშნულ ჟესტებს მცირე გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვს რუსულ სამხედრო ინტერესებთან შედარებით.
  • მეორე, ოჩამჩირეში ახალი ბაზის გახსნა საქართველოსთვის ომთან მეტად მიახლოებას ნიშნავს და განხორციელების შემთხვევაში, შავი ზღვის ნებისმიერ სახელმწიფოს ომის შედეგებისგან დისტანცირების გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა ექნება. აღნიშნული ნაბიჯით რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისი საზღვაო ფლოტის მნიშვნელოვანი ელემენტები შემოაქვს, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს, მათ შორის, ქვეყნის დასავლელი მოკავშირეების თანხმობით.

ბუნებრივია, ამ ორი პუნქტიდან არც ერთი არ ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას. უფრო მეტიც, ორივე მათგანი ახალ წინაპირობებს ქმნის მომავალში რუსეთის მიერ აფხაზეთის პირდაპირი ანექსიისთვის, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების მსგავსად", განაცხადა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ცნობით, ანდრეი მაკარიჩევმა.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S