Accentnews.ge
"არ მინდა და არ გპასუხობთ" – გორის მერს გინტურის დაკრძალვის დღეს რუსეთში ვიზიტზე ჰკითხეს

"არ მინდა და არ გპასუხობთ" – გორის მერს გინტურის დაკრძალვის დღეს რუსეთში ვიზიტზე ჰკითხეს

22/12/2023 13:39:20 პოლიტიკა

"არ მინდა და არ გპასუხობთ",– ამგვარი იყო გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილის პასუხი, როდესაც მას ჟურნალისტმა შეკითხვა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს რუსეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

"სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე. არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ. თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ, გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს. პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემ შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდეგ" - თქვა გორის მერმა.

ხინჩეგაშვილი საჯარო მოხელეების გაზრდილ ხელფასებზეც საუბრობს:

"რაც შეეხება საჯარო მოხელეების ხელფასებს და ჩვენი, თანამდებობის პირების ხელფასებს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს ემატებათ, ისე ემატებათ ყველას 10%. პროცენტულად ყველას ერთნაირად გვემატება".

იხილეთ ასევე: დეპუტატი: გორის მერი საკუთარ თავს უზრდის ხელფასს

გამოცემა "მოზაიკამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს, 11 ნოემბერს გორის მერი რუსეთში გაემგზავრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S