Accentnews.ge
დეპუტატი: გორის მერი საკუთარ თავს უზრდის ხელფასს

დეპუტატი: გორის მერი საკუთარ თავს უზრდის ხელფასს

22/12/2023 07:57:48 რეგიონები

გორის საკრებულოს სხდომა დღეს სავარაუდოდ, ხმაურის ფონზე ჩაივლის – დეპუტატებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს უნდა უყარონ კენჭი, რომელიც, როგორც ირკვევა, მათ შორის, გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს.

როგორც იუწყებიან, პროექტით გორის მერის ლადო ხინჩეგაშვილის ანაზღაურება 2024 წლიდან 6 655 ლარი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის – 6 123 ლარი. სახელფასო მატება შეეხება მაღალჩინოსნების მოადგილეებსა და სამსახურების ხელმძღვანელებსაც. ჯამში გორის მომავალი წლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

"იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" გორელ ჩინოვნიკებს და ასევე საჯარო მოხელეების უდიდეს ნაწილს უსაქმურობაში სძვრება სული, 2024 წლის გორის ბიუჯეტიც ისევ მათ კომფორტზე და პირად კეთილდღეობაზეა მორგებული. ნაცვლად იმისა, რომ სოციალურად დაუცველების დახმარება იყოს გაზრდილი. 100 სოციალურად დაუცველისთვის ძლივს გაიმეტა 2 კგ მაკარონი. სამარცხვინო პროექტს ამტკიცებს საკრებულო ამ სხდომაზე. ჩვენ, ცხადია, ვაპროტესტებთ. ეს ბიუჯეტი არ არის მორგებული გორელების ინტერესებზე," - ამბობს გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან ანა ბალიაშვილი.

მანამდე ენმ–ის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები გორის მერიისგან პირველკლასელთა კვების დაფინანსებას მოითხოვდნენ. შესაბამისი რეკომენდაციით საკრებულოს წევრმა ბექა ქორჩილავამ გორის მერიას მიმართა და მოუწოდა, საკითხი 2024 წლის ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ.

2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, გორის საჯარო სკოლებში - 1540 პირველიკლასელია რეგისტრირებული.

მერიის ცნობით, 2024 წლისთვის პირვეკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა არაა გათვალისწინებული.

ბექა ქორჩილავამ ასევე ითხოვა სოციალურად დაუცველებისთვის უფასო სასადილოს მოწყობას. ეს საკითხით 2024 წლის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S