საფრანგეთში საქართველოს ელჩი: ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტი რომ მენახა, გამიხარდებოდა
26/12/2023 10:45:49 პოლიტიკა
საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ გაუხარდებოდა პრეზიდენტის ნახვა თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე.
"მე მიმაჩნია, რომ ეს შედეგი [სტატუსი] არის ყველა შედეგი, როგორც მოვისმინე, პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა, მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებული მიზანი მისულიყო ბოლომდე. [უნდა მოეწვიათ თუ არა?] იცით, მე გამიხარდებოდა რომ მენახა [პრეზიდენტი] რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე მე ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი", - განაცხადა ელჩმა.
გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ კი თქვა, რომ იზიარებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის შეფასებას. მან აღარ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილს ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია.
საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე.


