საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე
26/12/2023 10:05:40 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე
„წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას - შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას როგორც გითხარით ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, რომელიც მთავარი ხელისუფლების შტოა, რომელიც მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ, ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი“, - განაცხადა მინისტრმა.
ამავე თემაზე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილს ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია.


