Accentnews.ge
ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ ბიჭვინთის ტერიტორიას რუსეთისთვის გადაცემის უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას

ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ ბიჭვინთის ტერიტორიას რუსეთისთვის გადაცემის უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას

27/12/2023 09:05:54 პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოს სამხარაძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მკაცრად გმობს ბიჭვინთის ტერიტორიას რუსეთისთვის გადაცემის უკანონო ქმედებას.

„გვიან ღამით აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს გამოსწორდება მას შემდეგ, რაც საქართველო აღადგენს თავის იურისდიქციას აფხაზეთზე“, - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე: ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S