Accentnews.ge
საფრანგეთის ელჩი – სტალინზე: არა კრიმინალების ნოსტალგიას!

საფრანგეთის ელჩი – სტალინზე: არა კრიმინალების ნოსტალგიას!

11/01/2024 07:12:01 პოლიტიკა

არა კრიმინალების ნოსტალგიას!, – ასე ეხმიანება საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინთან დაკავშირებით ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც დიპლომატი აცხადებს, საბჭოთა რეპრესიების განმახორციელებელი პირები დაგმობილი უნდა იყოს და არა პირიქით.

"მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლებს და დაგმოთ დამნაშავეები და არა პირიქით. არა კრიმინალების ნოსტალგიას!", – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულია წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც ასევე სტალინია გამოსახული.

9 იანვარს ხატს საღებავი შეასხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.

ამავე თემაზე: “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” – "სტალინის განმადიდებელი შინაარსის შემცველ ხატზე": მოვუწოდებთ საპატრიარქოს, გაიტანოს ხატი სამების ტაძრიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S