Accentnews.ge
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” – "სტალინის განმადიდებელი შინაარსის შემცველ ხატზე": მოვუწოდებთ საპატრიარქოს, გაიტანოს ხატი სამების ტაძრიდან

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” – "სტალინის განმადიდებელი შინაარსის შემცველ ხატზე": მოვუწოდებთ საპატრიარქოს, გაიტანოს ხატი სამების ტაძრიდან

09/01/2024 13:19:51 საზოგადოება

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" აცხადებს, რომ გმობს "სტალინის განმადიდებელი შინაარსის შემცველი ხატის - „წმინდა მატრონა მოსკოველი აკურთხებს სტალინს“ ქართული ვერსიის სამების საკათედრო ტაძარში განთავსებას".

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" მოუწოდებს საპატრიარქოს, გაიტანოს ხატი სამების ტაძრიდან.

"საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების (რომლის ინიციტორიც სწორედ იოსებ სტალინი იყო) 103 წლისთავამდე სულ მცირე ხნით ადრე ამ ხატის სამების ტაძარში არსებობა საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფაცაა.

იოსებ სტალინის მმართველობის დროს საქართველოში სიკვდილით დასაჯეს ასეულობით სასულიერო პირი, მათ შორის უმეტესწილად - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და მრევლი, განსაკუთრებით 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებისას და შემდეგ 1937-1938 წლების სტალინური ტერორის დროს. მთელს სსრკ-ში სტალინის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯეს დაახლოებით 80,000 სასულიერო პირი და მილიონამდე მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ მათი რელიგიური რწმენისთვის.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია იოსებ სტალინის ფიგურასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს უზრუნველყოს აღნიშნული ხატის შემომწირველთათვის დაბრუნება და სამების საკათედრო ტაძრიდან გატანა.

განსაკუთრებით პრობლემურად მიგვაჩნია, საშობაო ლიტურგიისას ამ ხატის განთავსების სივრცეში საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების, რეაქციის გარეშე დგომა, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმოადგენენ და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ. თავისუფლების ქარტია) უნდა რეაგირებდნენ საჯარო სივრცეში ტოტალიტარული სიმბოლოების გამოფენაზე და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორის და მასობრივი მკვლელობების ორგანიზატორის დადებით კონტექსტში წარმოჩენაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოდნ კანონის შესაბამისად და შესრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, რაც საბჭოური და ნაცისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო სივრცეში დემონსტირების აღკვეთაში მდგომარეობს", – ნათქვამია "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S