Accentnews.ge
ბუდანოვი: ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტს, ახლა რუსები სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობენ

ბუდანოვი: ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტს, ახლა რუსები სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობენ

12/01/2024 14:50:21 პოლიტიკა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ. ამის შესახებ მან Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მოსკოვის აღნიშნული გადაწყვეტილება მის სამხედრო ფლოტზე უკრაინული თავდასხმების მიერაა გამოწვეული.

„ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტსა და საპორტო ნაგებობებს, ამიტომ რუსებს სასწრაფოდ მოუწიათ ყველაფრის სამხეთ-აღმოსავლეთში გადატანა. ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ბუდანოვმა.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S