Accentnews.ge
"ჩინეთს საქართველოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მხარი არასოდეს დაუჭერია და არც დაგვიჭერს - რუსეთის გამო"

"ჩინეთს საქართველოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მხარი არასოდეს დაუჭერია და არც დაგვიჭერს - რუსეთის გამო"

17/01/2024 11:17:45 პოლიტიკა

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, პეკინი არასდროს გააკეთებას იმას, რაც რუსეთის საწინააღმდეგოა, ამიტომაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პეკინის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

"მოვისმინე მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ქართულმა დელეგაციამ ჩინეთში ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, აფხაზეთზე, რომ მხარს დაგვიჭერს ჩინეთი.. არ მჯერა! ვერ დაგვიჭერს ჩინეთი მხარს, იმიტომ, რომ არასოდეს დაუჭერია მხარი და არც არასდროს გააკეთებს იმას, რაც რუსეთის საწინააღმდეგოა, - ეს შეუძლებელი ამბავია. თუ უთრხრეს ეს და თუ ეს მართლაც მოხდა, მაშინ ჩვენს დიპლომატიურ მისიებს ძეგლი უნდა დავუგდათ, მაგრამ მე ამის კატეგორიულად არ მჯერა" - აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, მისივე შეფასებით, "ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან არის საკმაოდ ნელთბილი, ეკონომიკურ საკითხებზე ორიენტირებული და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავიღოთ ჩინური კრედიტები".

"ეს არის უდიდესი ეკონომიკური საფრთხე საქართველოსთვის და ის პროექტები, რომლებშიც მიიღებენ მონაწილეობას, - პორტი იქნება თუ აეროპორტი, იქაც არსად მმართველი როლი არ უნდა ჰქონდეთ ჩინელებს, თორემ ჩინეთი თუ სადმე შედის, მერე იქიდან აღარ გადის", - დასძინა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მმართველი პარტიის დელეგაცია ამჟამად ჩინეთის რესპუბლიკაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. მანამდე ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ დოკუმენტი გაფორმდა. მის პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმად, „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ ემხრობა ჩინეთის გაერთიანებას. თუმცა სანაცვლოდ საქართველო ვერ იღებს ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S