Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი

ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი

09/02/2024 13:56:18 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მთავარ როლს შეასრულებს ივანიშვილის დამარცხებაში:

"მინდა, გამოეხმაურო ამ ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვების და ივანიშვილის დამარცხებაში, პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია, პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია და ყველას კარგად მოეხსენება მისი ამ შესაძლებლობების შესახებ ივანიშვილისგან და მისი გუნდისგან განსხვავებით, ამიტომ ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ მზად არის „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტ სააკაშვილი და უშუალოდ ჩართული იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად ეს ასეც არის, ჩვენ ცხადია რა შესაძლებლობაც გვაქვს კომუნიკაციის ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ეს კომუნიკაცია და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ უნდა დავასრულოთ დაყოფა, გათითოკაცება, გაჭირვება და ივანიშვილი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე საქართველოში, სადაც ადამიანები არ გარბიან ქვეყნიდან, აქვთ ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშო ადგილი.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S