სააკაშვილი: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს
09/02/2024 11:03:03 პოლიტიკა
სააკაშვილი: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტსპოლიტიკა პუბლიკა14:32, 09 თებერვალი, 2024 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის „ამ არჩევნებში პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იყოს და სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს”. ამის შესახებ მან კლინიკა „ვივა მედიდან“ საქალაქო სასამართლოში პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
"მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას მხარს დაუჭერენ პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე ბევრი საზოგადოებრივი აქტიური მოღვაწე და მე მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საკითხი საერთოდ გვექნება მომავალი თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა. [...] მე მინდა, ვთქვა, რომ ამ ბორდის ჩემი თავმჯდომარეობის თემაზე, პირველად არის, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში, უშუალოდ ვერთვები, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვების პლატფორმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის მოქალაქედ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს", -განაცხადა სააკაშვილმა.


