კობახიძე "ანტიჩინური კამპანიით" შეშფოთებულია
21/03/2024 11:02:53 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "ანტიჩინური კამპანიით" შეშფოთებულია და ამბო ბს, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.
მან დეტალების გარეშე, ზოგადად ისაუბრა "კონკრეტულ ძალებზე", რომლებსაც "საეჭვო" დაფინანსება აქვთ.
„ასეთი კამპანიების მიზანი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა. ჩვენ, შარშან, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როცა ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია, ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება“,- განაცხადა კობახიძემ.
იხილეთ ასევე: „მოშნად" გაავრცელეთ - საჯარო მოხელეებს ანტიამერიკული სიუჟეტის გავრცელებას ავალებენ


