Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ უჭერს „ქართული ოცნება" მხარს გენდერული კვოტირების გაუქმებას

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ უჭერს „ქართული ოცნება" მხარს გენდერული კვოტირების გაუქმებას

01/04/2024 17:18:22 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ უჭერს „ქართული ოცნება" მხარს გენდერული კვოტირების გაუქმებას.

„დიახ, ჩვენ მართლები ვიყავით მაშინ, როდესაც კვოტირებაზე ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ეს ქალების როლის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. დიახ, დროის გარკვეულ მონაკვეთში ეს ყველა ქვეყანას დასჭირდა და ასე მოიქცა საქართველოც. დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქალთა უფლებები, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად იმ დონეზეა, რომ თავისუფლად შეგვიძლია, ნებისმიერი პარტიის ინიციატივას დავეთანხმოთ, რომ მათი აქტიურობის, აქტუალობის, ჩართულობის ხარისხის, შრომისუნარიანობის – ისინი უფრო აქტიურები არიან რიგ შემთხვევაში, ვიდრე ბევრი მამაკაცი. მომავალ პარლამენტშიც და თვითმმართველობის ორგანოებშიც, ყველა მათგანს თავისი ადგილი ექნება დამსახურების, პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხს მხარს დავუჭერთ. „გირჩთან“ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ობიექტური კრიტერიუმებიდან და არა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მხარს დაუჭერენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს. მოლაპარაკების პროცესში მათი დაპირება იყო, რომ თუ ჩვენ, უმრავლესობა, მათ ამ ინიციატივას გავატანინებთ, ისინი მხარს დაუჭერენ ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე ცესკო-ს თავმჯდომარეს და წევრებს. პირადად მე მქონდა შეხვედრა და მითხრეს, რომ წინა შემთხვევაშიც ასე გააკეთეს და ახლაც ასე მოიქცევიან. ვფიქრობ, როდესაც წარმოადგენენ კანდიდატებს, ჩვენ ობიექტურად შევაფასებთ და ისინიც მხარს დაუჭერენ და თუ არა, მათ გარკვეული არგუმენტებიც ექნებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამავე თემაზე: „ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს.

თურაზაშვილი: ამ ეტაპზე, კვოტირება აუცილებელია, „გირჩის" ინიციატივა ნაადრევია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S