რომან გოცირიძე: ივანიშვილი იქნება დასანქცირებული
03/04/2024 09:03:35 პოლიტიკა
“ევროოპტიმისტების” წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმიანება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების თაობაზე და აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი იქნება დასანქცირებული"
“ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული. ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამას წინ უძღოდა სხვა კანონებიც, მათ შორის, საარჩევნო კანონის შეცვლაც. ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალაუფლებისავე შენარჩუნების სანაცვლოდ, დათმოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ხელისუფლება არის მოღალატე, რომელიც ქუჩაში აბრუნებს რუსულ კანონს და ქუჩაშივე გამოსული ასი ათასობით ხალხი მიუჩენს ამ პარტიას ისტორიულ სანაგვეზე ადგილს. ამათი გაქაჩვების არავის არ ეშინია - არავის. ბიძინა ივანიშვილი იქნება დასანქცირებული, ამასაც მალე ვნახავთ. ვინაიდან, ამ სხდომას ივანიშვილი ესწრებოდა და როგორც არ უნდა დაიმალოს, როგორც არ უნდა გამოჩნდეს თვეში ერთხელ პანაშვიდებზე, ვერ ამოეფარება თავის პარტიას უკან. ბიძინა ივანიშვილი და თავისი პარტია არის დამნაშავე, რომელიც “რუსულ კანონს” აბრუნებს უკან.[...] არ შერჩებათ - ხალხი გამოვა ქუჩაში”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.


