Accentnews.ge
მაჟორიტარ მერაბ ქვარაიას ბანერზე წარწერა "მონის" გამო გამოძიება დაიწყო

მაჟორიტარ მერაბ ქვარაიას ბანერზე წარწერა "მონის" გამო გამოძიება დაიწყო

23/12/2019 09:27:50 სამართალი

ზუგდიდის მაჟორიტარის ბიუროსთან ბანერის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შს სამინისტრომ გამოძიება 187-ე, ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. საგამოძიებო ორგანოს თავად ბიუროს წარმომადგენლებმა მიმართეს.

"რამდენიმე დღის განმავლობაში შენობის კედლებზე იყო სხვადასხვა წარწერა, თუმცა ამას აგვარებდა კეთილმოწყობის სამსახური. როცა უშუალოდ ბიუროს საკუთრება - ბანერი დააზიანეს, ჩვენ მივმართეთ პოლიციას და მათ წაიღეს ბანერი", - ამბობენ მერაბ ქვარაიას ბიუროში.

წარწერა "მონა" ქალაქის მაჟორიტარის ბიუროს კედელზე განთავსებულ ბანერზე ორი დღის წინ, გვიან ღამით გაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S