ნინო ლომჯარია – "ქართულ ოცნებაზე": "ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან"
03/04/2024 10:05:36 პოლიტიკა
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ ეხმიანება და წერს, რომ მმართველ პარტიას „ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან”.
„რატომ დააბრუნეს „რუსული კანონი”? ქართულ ოცნებას” უნდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან.
არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით”, – წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.


