Accentnews.ge
სააკაშვილი: "ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს"

სააკაშვილი: "ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს"

03/04/2024 11:58:21 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილის ამით სიტუაციის არევა სურს".

მისი თქმით, "ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და "ოცნებას" კანონის გატანის საშუალება არ უნდა მისცეს".

"რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, "ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც "ოცნებასთან" ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.

ოპოზიციის რეაქცია – "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებაზე: "სურთ, ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს, წერას არიან აყოლილები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S